Friday, July 23, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელი
მცენარის სასიცოცხლო ციკლი

პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით
მოსწავლე აკვირდება ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლს

პროექტის სრული აღწერა
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში. ისინი ერთმანეთს უცვლიან მცენარეთა თესლებს, არ უმხელენ მცენარეების სახელებს. მოსწავლეები შეეცდებიან გამოიცნონ მეგობარმა რა მცენარის თესლი მისცა. ამ პრობლემის გადაჭრას ისინი ახერხებენ სხვადასხვა გზით, თესლების დათესვით, სარკვევის გამოყენებით, უფროსების გამოკითხვით, მცენარის სასიცოცხლო ციკლზე დაკვირვებით. ნაშრომს წარუდგენენ მეწყვილეებს, შეადარებენ ერთმანეთის მონაცემებს განსაზღვრავენ პასუხის სისწორეს.

მონაწილეთა ასაკი
13-14 წელი

ვადები/ხანგრძლივობა.
გაზაფხული შემოდგომის პერიოდი.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
კვლევა, დაკვირვება, ანალიზი, ნამუშევრის წარდგენის უნარი.

მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი, რაცშეიძლება შეიქმნას
მოსწავლე იკვლევს მცენარეების განვითარების თავისებურებებს.

სარგებელი სხვებისთვის
ამ პროექტით ისინი სწავლობენ მცენარეების გამოცნობას თესლების საშუალებით.

სამუშაო ენა
ქართული

მონაწილეები სხვა სკოლებიდან
არ გვყვავს მონაწილეები სხვა სკოლებიდან.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ბიოლოგია-ბოტანიკა.

პროექტის ავტორი
მადონა აბრამიშვილი

ავტორის ელ ფოსტა
madonaabramishvili@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
madonaabramishvili.blogspot.com